აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რუსული ნავთობის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შემდეგ.
„პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რათა იმ საშინელებების კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.
ის, ასევე, მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს „გამარჯვების რეალური შანსი“, თუ დასავლეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს ფართომასშტაბიანი სანქციები რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ, კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა კომპანიებს Gazprom Neft-სა და Surgutneftegaz-ს.