„ისინი ძალიან გვაიძულებდნენ წაგვეშალა ის, რაც იყო სიმართლე”-მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მის კომპანიაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ კონტენტი წაეშალა

კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მის კომპანიაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ კონტენტი წაეშალა.

მარკ ცუკერბერგი

„ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ისინი ცდილობდნენ [კოვიდ] ვაქცინის პროგრამის გაშვებას, ისინი ასევე ცდილობდნენ ცენზურა დაეწესებინათ ნებისმიერზე, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიოდა“, – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

„ისინი ძალიან გვაიძულებდნენ წაგვეშალა ის, რაც იყო სიმართლე. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ „ყველაფერი, რაც შეიცავს გზავნილს იმის შესახებ, რომ ვაქცინებს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, უნდა წაშალოთ“, – აღნიშნა მან.

მარკ ცუკერბერგის თქმით, აშშ-ის მთავრობამ არ გააკეთა საკმარისი ტექნოლოგიური ინდუსტრიის დასაცავად, რის გამოც ძალიან დიდი ძალაუფლება საზღვარგარეთ მარეგულირებლების ხელში აღმოჩნდა.