საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასამართლოს მიერ გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების აღდგენა მოითხოვეს, – იუწყება Reuters-ი.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რუმინეთში 24 ნოემბერს ჩატარდა და მასში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე 2 დღით ადრე გააუქმა.
მიზეზად არჩევნებზე რუსეთის გავლენა დასახელდა. რუმინეთის მმართველი კოალიცია მიმდინარე კვირას შეთანხმდა, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩება.