„ტირანული ქცევა“ – ილონ მასკი ტიერი ბრეტონის აღიარებაზე, რომ რუმინეთში არჩევნების გაუქმებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირი იყო

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღიარა, რომ რუმინეთში არჩევნების გაუქმებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირი იყო.

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი

„რუმინეთში გავაკეთეთ და საჭიროების შემთხვევაში, გერმანიაშიც გავაკეთებთ“, – განაცხადა ტიერი ბრეტონმა.

ილონ მასკმა საპასუხოდ სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნული განცხადება შეაფასა, როგორც „ტირანული ქცევა“