ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა

17 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.

პუტინი ირანის პრეზიდენტი

„მოსალოდნელია, რომ განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.