„ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი მომდევნო დღეებსა თუ კვირებში შედგება“ – მაიკ უოლცი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში შედგება.

მაიკ უოლცი

„სატელეფონო საუბრის მოლოდინში ვართ – მომდევნო დღეებში თუ კვირებში. ეს პირველი ნაბიჯი იქნება. მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს“, – ამბობს უოლცი.

ცნობისთვის, გასულ კვირაში კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მიესალმება ტრამპთან შეხვედრას, თუმცა ეს, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხდება, რაც ის თეთრ სახლში ოფიციალურად დაბრუნდება.

თავად ტრამპმა, პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა – „მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვაპირებთ, ვგეგმავთ“.