დიმიტრი პესკოვი – აშშ-სთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენული უფლებაა – აშშ-ს არასდროს შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში

ყველა ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენული უფლებაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი - აშშ-სთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენული უფლებაა - აშშ-ს არასდროს შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში

„ეს ჩვენი სომეხი მეგობრების აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა. სომხეთის სუვერენული უფლებაა განავითაროს ურთიერთობები ყველა მიმართულებით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არასოდეს შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში.

„შეერთებულ შტატებს არასოდეს შეუსრულებია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში. პირიქითაც კი შეიძლება ითქვას. სწორედ ამ ქმედებების კონტექსტში, შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობს თავის კვალდაკვალ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გაიყოლოს“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ერევანი და ვაშინგტონი დღეს ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.