აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა უკრაინაში ომის დასრულების გეგმებზე და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ, – იუწყება Reuters.
ომის დასრულებასთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა განუცხადა Newsmax-ს: „კარგი, არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ეს ყველაფერი პუტინის გადასაწყვეტია. ვერ წარმომიდგენია, რომ ის აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, რადგანაც არასწორად წარიმართა მისთვი“
პუტინთან მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრისას ტრამპმა არ დააკონკრეტა სავარაუდო ვადები, თუმცა აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას თანამდებობის დაკავების შემდეგ რაც შეიძლება მალე გეგმავს.
„ვიცი, რომ მას სურს შეხვედრა და ძალიან მალე ვაპირებ შეხვედრას“, – აღნიშნა მან.