Fox News: ტრამპის თანამოაზრეებმა კონგრესში გრენლანდიის ყიდვის კანონპროექტი წარადგინეს

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკავშირეებმა წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი გრენლანდიის შესყიდვის ნებართვის შესახებ.

დონალდ ტრამპი

როგორც Fox News იტყობინება, რომ „რესპუბლიკელმა“ ტენესის შტატიდან ენდი ოგლსმა 10 თანაპარტიელთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი სახელწოდებით „დავუბრუნოთ გრენლანდიას დიდება“. დოკუმენტი ახალ პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები გრენლანდიის შესყიდვაზე დანიასთან.

„ამერიკის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები უკანა პლანზე აღარ იქნება გადატანილი და პალატის რესპუბლიკელები მზად არიან დაეხმარონ პრეზიდენტ ტრამპს, ამერიკელი ხალხის ინტერესები წარმატებით განხორციელდეს“.

ახალი ინიციატივის თანახმად, ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ დანიასთან გრენლანდიის ყიდვის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ის ვალდებული იქნება კონგრესს, როგორც სახაზინო ფულის განმკარგველს, მიმართოს.