„ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ მოშორდება ქართულ პოლიტიკას, მედიას და საზოგადოებას, მანამდე ჩვენ ვიქნებით პოლიტიკურ ჩიხში…“, – წერს საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.
„ნაცებში მარტო ძველ ნაცებს არ ვგულისხმობ. გუბაზ სანიკიძის შვილი და ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძის ახალგაზრდა მუწუკ ნაცებსაც ვგულისხმობ. ყველას, ვინც ამ პარტიების წევრია, უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან და მედიასთან შეხება. დაკავდნენ კერძო ბიზნესით, გახსნან სასტუმროები და რესტორნები და უმასპინძლონ ერთმანეთს – 700 ათასი ადამიანი არაა პატარა ბაზარი. უფურთხონ ერთმანეთს და იყვნენ. ის გინების „სიმღერები“ და ეს გვარამიას საქციელები – ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება – ცხადი ნიშანია ნაცური „სახალხო“ პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა…“, – წერს ჯანგულაშვილი