ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არანაირი გეგმა არ არსებობს. ირანს არასდროს უცდია და არც აპირებს ვინმეს მოკვლას. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი. ჩვენ არასდროს გვიცდია ეს და არც არასდროს ვცდით“,- აღნიშნა ფეზეშქიანმა, როდესაც ჟურნალისტმა დონალდ ტრამპის მკვლელობის ირანული გეგმის არსებობის შესახებ ჰკითხა.
მისი თქმით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზად არის.
„პრობლემას დიალოგი არ წარმოადგენს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და არა პრობლემების მოგვარებას“, – დასძინა მასუდ ფეზეშქიანმა.