ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის დამონტაჟებული კადრები, რომელშიც ჩანს, რომ გახარია სასტუმროს შესასვლელთან დგას “ქართული ოცნების” დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის პირისპირ და პოლიეთილენის ჭიქას ესვრის, თუმცა არ ჩანს ამას რა უძღოდა წინ, ამის შემდგომ უკვე სასტუმროს ფოიეს კადრები ჩანს, რომელში გახარია იატაკზეა.
“სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, “ქოცების” მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო”, – წერს გიორგი გახარიას თანაგუნდელი ნათია მეზვრიშვილი.