Aljazeera – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას 81 პალესტინელი ემსხვერპლა

დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში 81 პალესტინელი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ Aljazeera იტყობინება.

ღაზას სექტორი

როგორც მედიასაშუალება წერს, ბოლო ერთ დღეში 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციისთვის, 15 იანვარს ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ისრაელის მედიის თანახმად, „ჰამასი“ ადასტურებს, რომ „პასუხისმგებლობით“ უპასუხა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების წინადადებაზე.

შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი თქმით, შეთანხმება შესაძლებელს გახდის ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მშვიდობიანი პალესტინელებისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაზრდასა და მძევლების ოჯახებში დაბრუნებას.

ისრაელსა და „ჰამასს” შორის ომი 2023 წლის წლის 7 ნოემბერს დაიწყო.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი „ჰამასს“ ზავის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.