ძალიან შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ძალიან შოკირებული ვარ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციურ ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმით. სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ეს დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში”, – წერს შულცე.