სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი არალეგალური მაღაროდან 78 მაღაროელის ცხედარი ამოასვენეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
კიდევ 246 მუშა ცოცხალი ამოიყვანეს, მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ყველა ამოყვანილი მაშინვე დააკავეს უკანონო მიგრაციისა და ოქროს მოპოვებისთვის.
ზოგიერთი მაღაროელი მიწის ქვეშ ივლისიდან იმყოფებოდა და მათ მხოლოდ წყალს და საკვებს აწვდიდნენ. მუშების უმრავლესობა მოზამბიკიდან იყო და მათ არანაირი საბუთი არ ჰქონდათ. აგვისტოში სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ შუშებს მაღაროდან მოსვლა მოსთხოვა და მათ, ფაქტობრივად, ბლოკადა გამოუცხადა.
პოლიციის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში 1500-მდე მაღაროელი ზედაპირზე საკუთარი ნებით ამოვიდა და ყველა მათგანი დააკავეს.
როგორც სამხრეთ აფრიკის პროფკავშირების ფედერაცია აცხადებს, სახელმწიფოს ქმედებების შედეგად მაღაროელები შიმშილით დაიღუპნენ. რამდენიმე მათგანი კი ზედაპირზე ვერ ამოდიოდა და წყლით დაფარული გვირაბებით ამოსვლის მცდელობას შეეწირა.