დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, სამხედროების გაგზავნას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ემანუელ მაკრონი ფრანგი სამშვიდობოების გაგზავნის მომხრეა და საკითხი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკვე განიხილა. ასევე სამშვიდობოების უკრაინაში განლაგებაზე მაკრონი ესაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს.
The Telegraph-ს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში წყარომ აცნობა, რომ ლონდონს მხარდაჭერის გაგრძელება სურს, თუმცა ამავდროულად აინტერესებს, რამდენად დაცული იქნება უკრაინაში მივლინებული ჯარისკაცების უსაფრთხოება და ხომ არ მოახდენს ჯარების გაგზავნა ვითარების ესკალაციას.