უნგრეთი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებს და მასთან ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიოსადგურ Kossuth-ის დილის გადაცემაში საუბრისას განაცხადა, იუწყება რუსული მედია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით ახალი პერიოდი დაიწყება, პირველ რიგში, ომის, მშვიდობისა და სანქციების საკითხებში. სანქციები ფანჯრიდან იქნება გადაგდებული და რუსეთთან სანქციების გარეშე ურთიერთობების სისტემა დამყარდება. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ამაზე მუშაობა, მაგრამ ეს გაივლის”, – განაცხადა ორბანმა.