პესკოვი: ბრიტანეთი ნატოს ქვეყანაა, ჩვენს საზღვართან მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის წინსვლა შემაშფოთებელი ელემენტია, საჭირო იქნება ამის ანალიზი

„მოსკოვისთვის შემაშფოთებელია ბრიტანული ნებისმიერი სამხედრო აქტივების უკრაინაში განთავსება“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის 100-წლიანი თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული დოკუმენტის კომენტირებისას განაცხადა.

დმიტრი პესკოვი

„იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთი ნატოს ქვეყანაა, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის წინსვლა ჩვენს საზღვრებთან, რა თქმა უნდა, საკმაოდ შემაშფოთებელი ელემენტია. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება შემდგომი ანალიზი, თუ რა მოხდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვი „ნეგატიურად“ აღიქვამს ბრიტანეთის თანამშრომლობის პერსპექტივას უკრაინასთან აზოვის ზღვაში, რომელსაც ის რუსეთის „შიდა ზღვაა“ უწოდებს.