ილონ მასკის მხარდაჭერა ევროპაში ულტრამემარჯვენეების მიმართ საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, ილონ მასკის ჩართვა გერმანიის პოლიტიკაში სრულიად მიუღებელია.
„ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას და ეს გასაკრიტიკებელია. მისი პარტიულობა უკიდურესი მემარჯვენეების სასარგებლოდ, იქნება ეს ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, თუ რაიმე მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, მიუღებელია“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.