სტამბოლში ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 33 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმლის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სტამბოლში ბოლო 96 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებში 88 ადამიანი მოხვდა. ექიმებმა 33 ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. 29 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ფალსიფიცირებული სასმელი ხშირად ტოქსიკურ მეთანოლს ან ეთანოლს შეიცავს. ყველაზე ხშირი მოწამვლის შემთხვევები სტამბოლის ოთხ რაიონში დაფიქსირდა: გიუნგიორენში, ბეიოღლუში, ბაქირქოიში და ბაშაქშეჰირში.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, 15 ადამიანი, რომელიც ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმლის დიდი რაოდენობით გაყიდვაშია ბრალდებული სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.