უკრაინის პოლიცია ქვეყნის 19 რეგიონში სამხედრო ვალდებულების მქონე პირთა მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ჩხრეკას ატარებს

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის 19 რეგიონში, 200 -ზე მეტ მისამართზე, ჩხრეკა მიმდინარეობს.

საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება სამხედრო ვალდებულების მქონე პირთა მიერ, უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს.

ეროვნული პოლიციის განმარტებით, საქმე ეხება დანაშაულებრივ სქემებს, რომელთა საშუალებითაც, მობილიზაციის ასაკის მამაკაცები, სამხედრო სამსახურსა და ომში წასვლას თავს არიდებდნენ.

პოლიციის მიზანია თაღლითობის, ყალბი დოკუმენტაციის დამზადების, ელექტრონული რეესტრების მუშობაში არასანქცირებული ჩარევისა და თანამდებობის პირთა მოსყიდვის ფაქტებზე მტკიცებულებების შეკრება.