ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა კრემლში ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.
გავრცელებული ცნობით, შეთანხმება 47 პუნქტისგან შედგება და დოკუმენტი „თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, განსაკუთრებით, თეირანსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით“.
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, დოკუმენტი მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, მათ შორის, პოლიტიკურს.