სალომე ზურაბიშვილი – წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება

წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სალომე ზურაბიშვილი - წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება

„პატივი მქონდა დავსწრებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაინაუგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება,” – წერს ზურაბიშვილი.