უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა იარაღშია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ასევე განხილული იყო დამოუკიდებლობის საკითხი იარაღის წარმოების კუთხით. კერძოდ, დრონები, სარაკეტო პროგრამა და ჯარისთვის განკუთვნილი რობოტიზირებული სისტემები.
„გავმართე შტაბის სხდომა. საკითხები სხვადასხვა იყო, თუმცა მთლიანობაში ეხებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას იარაღის კუთხით – დრონების წარმოებას, სარაკეტო პროგრამას, ტექნოლოგიურ კომპონენტებს ჯარისთვის, კერძოდ, რობოტიზირებულ სისტემებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში მუშაობენ დიდ შესყიდვებზე და მასშტაბურ წარმოებაზე.
„მე მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომელიც ჩვენ გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.