აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს.
„ოჰ, ეს დიდი ნაბიჯია“, – აღნიშნა ტრამპმა ხელმოწერისას.
როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტეს, ჯანმოდან გასვლის მიზეზად დასახელებულია „არასწორი დამოკიდებულება კორონავირუსული ინფექციის პანდემიის მიმართ“ და სხვა გლობალური კრიზისები ჯანდაცვის სფეროში.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აშშ სხვა ქვეყნებთან შედარებით ორგანიზაციას დიდ ფულს უხდის, თუმცა ჯანმო ოფიციალურ ვაშინგტონს სულ უფრო მეტ თანხას სთხოვს.
„მათ ძალიან უნდოდათ ჩვენი დაბრუნება, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე საუბრისას.