ენტონი ფაუჩი ბაიდენის შეწყალებას მიესალმება, მაგრამ აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ენტონი ფაუჩი თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის, ჯო ბაიდენის მიერ პრევენციული შეწყალების საკითხს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბაიდენმა რამდენიმე თანამდებობის პირი პრევენციულად შეიწყალა.

თეთრი სახლის მრჩეველი ენტონი ფაუჩი

ფაუჩი ჯო ბაიდენის შეწყალებას მიესალმება, მაგრამ აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

„ნება მომეცით სრულიად მკაფიოდ ვთქვა, მე არ ჩამიდენია დანაშაული და არ არსებობს რაიმე სახის ბრალდება ან მუქარა ჩემს მიმართ სისხლისსამართლებრივი გამოძიების ან დევნის შესახებ“, – აცხადებს ენტონი ფაუჩი.

ინფორმაციისთვის, 20 იანვარს ჯო ბაიდენმა რამდენიმე თანამდებობის პირი პრევენციულად შეიწყალა, რომლებიც შესაძლოა, არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დევნის რისკის ქვეშ ყოფილიყვნენ.

ბაიდენმა შეიწყალა გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, მარკ მილი, რომელმაც ტრამპს „ფაშისტი“ უწოდა და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ენტონი ფაუჩი.