პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობას: ზიზღისა და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება იგივეა, რაც ზიზღისა და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა

„გუშინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

როგორც პაპუაშვილი წერს, ზიზღისა და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება იგივეა, რაც ზიზღისა და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა.

„გუშინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა.

დღეს ეს ტელევიზია ტერორს აგრძელებს.

ზიზღისა და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება იგივეა, რაც ზიზღისა და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა“, – წერს  პაპუაშვილი.