პირველი დოკუმენტები უკვე ხელმოწერილია – დონალდ ტრამპმა ის 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ.
პრეზინდეტმა ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ. ამის მიზეზად ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა და პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა დასახელდა.
გაიცა განკარგულება ასევე საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების, მათ შორის აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
პარალელურად, ტრამპმა გააუქმა ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანებულება.