სირიის ახალი ლიდერი: ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას მოიტანს

სირიის ახალი ლიდერი აჰმედ ალ-შარა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს და აცხადებს, რომ ამერიკელს „მშვიდობა მოაქვს ახლო აღმოსავლეთში“.

სირიის ახალი ლიდერი

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ის არის ლიდერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას და რეგიონში სტაბილურობას აღადგენს. მოუთმენლად ველით ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას დიალოგისა და ურთიერთგაგების საფუძველზე“, – ნათქვამია შარას ადმინისტრაციის განცხადებაში.