კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ოპოზიციონერების დასწრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სულს, ღირსებას და ქვეყანას რომ გაყიდი! პატრონი მიგიჩენს შენ ადგილს! პარიზელი ქაჯუნა, ერთადერთი პრეზიდენტყოფილი! დერეფანში თავმოყრილ საზოგადოებაში! ლელოელი ქაჯუნები ქუჩაში -10 ° ყინვაში! გეგელიას და კუკუს ადგილსამყოფელს ნუღარც იკითხავთ! ფედერალისტების კვალი აშშ-ი ბურუსითაა მოცული!“, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.