„აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეიარაღებული ძალები გათავისუფლდებიან, რათა ფოკუსირდნენ თავიანთ მთავარ მისიაზე.
„ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომ შევაჩერო ჩვენი მეომრების დაქვემდებარება რადიკალური პოლიტიკურ თეორიებისა და სოციალური ექსპერიმენტებისადმი სამსახურის დროს. ეს დაუყოვნებლივ დასრულდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები გათავისუფლდებიან, რათა ფოკუსირდნენ თავიანთ მთავარ მისიაზე – ამერიკის მტრების დამარცხებაზე. 2017 წლის მსგავსად, ჩვენ კვლავ შევქმნით ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას, რაც კი მსოფლიოს უნახავს. ეს არის ის, რაც მინდა, ვიყო – მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი“, – აღნიშნა ტრამპმა.