ტრამპი: შევხვდები პუტინს, უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს როგორც კი მოლაპარაკებები დაიწყება.

დონალდ ტრამპი

„შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. მზადების პროცესი მიმდინარეობს“, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

„ვეცდებით, ეს რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მოგეხსენებათ, უკრაინისა და რუსეთის ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.