ტრამპმა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას ხელი მოაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტი

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადება, ამერიკის მოქალაქეა.

ტრამპის ბრძანების შესაბამისად, უნდა მოხდეს აღნიშნული შესწორების ინტერპრეტირება ისე, რომ ფედერალურმა სააგენტოებმა აშშ-ში დაბადებულ ბავშვს მოქალაქეობა მიანიჭონ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც ან აშშ-ის მოქალაქეა, ან აქვს „მწვანე ბარათი“(Green card).