ტრამპმა გააუქმა წესი, რომელიც ტრანსგენდერებს აშშ-ის არმიაში მსახურების უფლებას აძლევდა

თეთრი სახლი ლიდერმა,დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გააუქმა წესი, რომელიც ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეებს აშშ-ის არმიაში მსახურების უფლებას აძლევდა. შესაბამის დოკუმენტს ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ  თეთრი სახლი და Politico იტყობინებიან.

დონალდ ტრამპი

ტრამპმა აკრძალვა დააწესა მისი პირველი ადმინისტრაციის დროს, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს – მამრობითს და მდედრობითს.

მან ასევე გააუქმა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პროგრამები ყველა ფედერალურ სააგენტოში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წელს, ტრამპის პირველ აკრძალვამდე, სამხედრო  სამსახურში 8000-მდე ტრანსგენდერი მსახურობდა.

The Independent-ი ნოემბერში წერდა, რომ ტრამპი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ტრანსგენდერ სამხედრო პერსონალს ჯარიდან გაათავისუფლებს მისი თანამდებობის პირველ დღეს.

ნოემბრის დასაწყისში, პირველი ღიად ტრანსგენდერი, დემოკრატი სარა მაკბრაიდი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს.

23 დეკემბერს ტრამპმა თქვა, რომ ის ებრძვის „გენდერულ სიგიჟეს“ და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ოფიციალურად „აღიარებს მხოლოდ ორ სქესს.