“როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს “ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ “იმედია“ – რას წერს გიგი უგულავა

“თუ რამე და­აბ­რუ­ნებს “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სწო­რედ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დია“ – სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში მე­დი­ის პრო­პა­გან­დის ია­რა­ღად ქცე­ვა იწ­ვევს. როცა ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ემ­ხო­ბა, სწო­რედ მის­გან რა­დი­კა­ლუ­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მე­ო­რე პო­ლუ­სი იღებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას”, – ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რი­თაც ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ მფლო­ბე­ლის, ირაკ­ლი რუ­ხა­ძის “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს "ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ "იმედია“ - რას წერს გიგი უგულავა

  • რო­გორც უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ვერ­ცერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი ვერ გა­ბე­დავს მო­ქა­ლა­ქის­თვის ცხვირ – პი­რის დამ­ტვრე­ვას, მო­სა­მარ­თლე თეთრზე შა­ვის თქმას, სახ­ლში მი­სულს “იმე­დის­მაგ­ვა­რი“ რომ არ ეგუ­ლე­ბო­დეს, სა­დაც ჩარ­თავს და და­ი­ნა­ხავს მისი უკა­ნო­ნო­ბის “გაპ­რა­ვე­ბას“ და მის­გან და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის კი­დევ უფრო გა­თელ­ვას.

“რო­გორ ცი­ნი­კუ­რა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, თუ რამე და­აბ­რუ­ნებს “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სწო­რედ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დია“, ისე­ვე რო­გორც მეტ­წი­ლად ჩვენ მიერ წარ­მო­ე­ბულ­მა არას­წორ­მა მე­დია პო­ლი­ტი­კამ მო­იყ­ვა­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც მე­მარ­ცხე­ნე მე­დი­ის გი­ჟურ­მა ის­ტე­რი­ამ და­აბ­რუ­ნა ტრამ­პი ოვა­ლურ ოფის­ში. მა­გა­ლი­თე­ბი უამ­რა­ვია და შორს წაგ­ვიყ­ვანს. ვერ­ცერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი ვერ გა­ბე­დავს მო­ქა­ლა­ქის­თვის ცხვირ – პი­რის დამ­ტვრე­ვას, მო­სა­მარ­თლე თეთრზე შა­ვის თქმას, ბი­უ­როკ­რა­ტი უსის­ხლძარ­ღვო უტიფ­რო­ბას, სახ­ლში მი­სულს “იმე­დის­მაგ­ვა­რი“ რომ არ ეგუ­ლე­ბო­დეს, სა­დაც ჩარ­თავს და და­ი­ნა­ხავს მისი უკა­ნო­ნო­ბის “გაპ­რა­ვე­ბას“ და მის­გან და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის კი­დევ უფრო გა­თელ­ვას.

“ენით [სი­ტყვით] და­კო­დი­ლი“ გა­გი­გი­ათ ალ­ბათ გა­მოთ­ქმა. რომ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ასე­თი კო­ლექ­ტი­უ­რი “იმე­დი“, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ერთ ხელ­ში თავ­მოყ­რა ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში მე­დი­ის პრო­პა­გან­დის ია­რა­ღად ქცე­ვა იწ­ვევს. როცა ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ემ­ხო­ბა, სწო­რედ მის­გან რა­დი­კა­ლუ­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მე­ო­რე პო­ლუ­სი იღებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას. დიახ, ასეა! თუ “ქოცი“ და­ემ­ხო, “ნაცი“ მოვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. “ნაცი“ არა აუ­ცი­ლებ­ლად პარ­ტი­უ­ლი გა­გე­ბით ან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით, ვინც ამ პარ­ტი­ას გან­ვა­სა­ხი­ე­რებთ, არა­მედ რო­გორც არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­რო, თუნ­დაც სხვა სა­ხე­ლით და სა­ხე­ე­ბით.

აქ მე არ ვსა­უბ­რობ რაა კარ­გი და რა ცუდი, და არც ტო­ლო­ბის ნი­შანს ვსვამ. ვსა­უბ­რობ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­ზე. ივა­ნიშ­ვილ­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა ვერ მოვა, რად­გან ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სია. ივა­ნიშ­ვილს მო­ვი­შო­რებთ, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მო­წამ­ვლის პრობ­ლე­მა კვლავ იარ­სე­ბებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ და სხვებ­მა, ვინც დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ატ­ლან­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ კარ­გად იცი­ან. ზოგი ტვი­ნით ხვდე­ბა, ზო­გიც კა­ნით გრძნობს. უბ­რა­ლოდ, ისი­ნი ტუტ­სის ტო­მის ლო­გი­კით ცხოვ­რო­ბენ. ბო­რო­ტე­ბაა, როცა შენ გა­ოხ­რე­ბენ, სი­კე­თე, როცა შენ აოხ­რებ. აი, ამ ტრა­ი­ბა­ლი­ა­ტუ­რი ინ­სტინ­ქტის ძრა­ვაა “იმე­დი”,- წერს უგუ­ლა­ვა.