თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საათზე მოხდა. მიწისძვრა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.