აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას განიხილავს.
მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევა.
„ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ, შეიძლება ტარიფები დაუწესდეთ. ეს სამართლიანობის მისაღწევად ერთადერთი გზაა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.