აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება განიხილოს, თუკი კრემლის ლიდერი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ტრამპის სიტყვებს CNN ციტირებს.
კითხვაზე, დაუწესებს თუ არა დამატებით სანქციებს რუსეთს, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ მივა, ტრამპმა თქვა, რომ სავარაუდოდ დაუწესებს სანქციებს.
„ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ძალიან მალე გავესაუბრებით პრეზიდენტ პუტინს. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოხდება“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა.
„მას აქვს დიდი ძალა, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს დიდი ძალა“, – აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა ასევე თქვა, „პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობა სურს, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება, ვნახოთ რა მოხდება“.