„მე თუ შემიძლია ტელევიზია გავხსნა, ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მინდა და არავინ გამაჩერებს, ამის გამო მე არ დამიჭერენ და ჩემს ცოლს და შვილს არ დაიჭერენ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
წამყვანმა მას ჰკითხა, მისთვის „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაკავების ფაქტი მედიის თავისუფლებაზე მეტყველი ფაქტია, თუ ცალკეული კრიმინალური შემთხვევა.
„ვერ მივადევნე ამ ამბავს თვალი, არ ვიცი ეგ ამბავი. ჟურნალისტმა კაცი რომ მოკლას, მედიათავისუფლების თემაა?! რა კავშირშია მედიათავისუფლებასთან?! ანუ ხელშეუხებელი უნდა იყოს, რადგან ჟურნალისტია?! თუ მან რაიმე თქვა ტელევიზიიდან და ამის გამო დააკავეს, კი, ეს მედიათავისუფლების თემა ყოფილა და თუ ვიღაც გალახა აქციაზე, მაშინ არ არის მედიათავისუფლებასთან კავშირში.
მე ვიცი რა არის, როდესაც მედია არ არის თავისუფალი. მე თუ შემიძლია, ტელევიზია გავხსნა, ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მინდა და არავინ გამაჩერებს, ამის გამო მე არ დამიჭერენ და ჩემს ცოლს და შვილს არ დაიჭერენ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. 193 ქვეყანაა მსოფლიოში, საქართველო მედია კუთხით არის წარმოუდგენლად თავისუფალი თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს“, – თქვა რუხაძემ.