ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი, ვახტანგ ნანიტაშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვახტანგ ნანიტაშვილი მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობაში და გაიარა გზა რედაქტორიდან რადიოს გენერალურ დირექტორობამდე.
ვახტანგ ნანიტაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. არის ავტორი წიგნისა “საქართველოს რადიოს ხმოვანი მატიანე”.