უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად უნდა გავაძლიეროთ და არ შევამციროთ. ფრონტის ხაზი არასწორი მიმართულებით გადაადგილდება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, ნატო-ს წევრებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტის დახარჯვა მოუწევთ.
„ნამდვილად კრიზისულ რეჟიმში ვართ. წარმოების მხრივ, ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში ვართ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.