დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ის ჭკვიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს განაახლოს თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი

ტრამპის თქმით, მას კიმ ჩენ ინთან თავისი პირველი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„მე ის მომეწონა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ დაუკავშირდება თუ არა ამერიკის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ტრამპმა დადებითად უპასუხა.

„მე მას კვლავ დავუკავშირდები”, – თქვა ტრამპმა.

ტრამპი ასევე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი არ არის რელიგიური ფანატიკოსი და არის ჭკვიანი.

ინფორმაციისთვის, პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა სამი შეხვედრა გამართა კიმ ჩენ ინთან: სინგაპურში, ჰანოიში და კორეის საზღვარზე – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი კორეის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.