დედაქალაქის მერი საზოგადოებრივ ტრანსპორტში საპროტესტო აუდიოჩანაწერების გაშვებას ეხმაურება და ამბობს, რომ კიბერშეტევის ავტორების ვინაობას გამოძიება დაადგენს
.
ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს…
გამოძიება დაადგენს, თუ საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ავტობუსებში საპროტესტო ხმები ისმის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს დილიდან უწყვეტი პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა ესმით.
ავტოტრანსპორტში საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და “ოცნების” წევრების მიერ პარლამენტში გაკეთებული უხამსი განცხადებებიც ისმის.
სავარაუდოდ, ამ ხმებს ავტოტრანსპორტში დამონტაჟებული საბარათე აპარატები გამოსცემენ.