რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სასაუბროდ მზად არის, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„პუტინი მზად არის, ჩვენ სიგნალებს ველოდებით. ყველაფერი მზადაა. აქ მარჩიელობა ახლა რთულია. როგორც კი რამე იქნება, შეგატყობინებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.