რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არა ერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა.
„დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-ის ეკონომიკას.
„ალბათ, მართლაც უკეთესი იქნება, რომ ერთმანეთს შევხვდეთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მშვიდად ვისაუბრებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც ინტერესს წარმოადგენს როგორც აშშ-ისთვის, ასევე, რუსეთისთვის. ჩვენ მზად ვართ“, – დასძინა მან.