რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვი უკრაინის კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია

„რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება უკრაინის კონფლიქტის გაყინვას,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, კონფლიქტის გაყინვას დასავლეთი კიევის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჭეშმარიტად საბოლოო, სამართლიან და მდგრად გადაწყვეტას. {უკრაინის კონფლიქტი} ცეცხლის დროებით შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა მიუღებელია. მათ აუცილებლად გამოიყენებს დასავლეთი კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და შეიარაღებული შურისძიების მცდელობისთვის.“, – აღნიშნულია განცხადებაში.