პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე სენატმა Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, დემოკრატებისა და რამდენიმე რესპუბლიკელის მხრიდან მწვავე წინააღმდეგობის შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ჰეგსეტის დამტკიცება პრეზიდენტ ტრამპის მნიშვნელოვანია გამარჯვებაა.
ინფორმაციისთვის, 44 წლის პიტ ჰეგსეთი „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანი და არმიის ვეტერანია.
ჰეგსეტი პენტაგონის მუშაობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას აპირებს.
„პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა. პიტი მკაცრი, ჭკვიანია და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან – ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, – აღნიშნა ტრამპმა.