თურქეთში, კონიას პროვინციაში 4 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, მაშველებმა 1 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაშავებულია სამი.
გავრცლებული ინფორმაციით, შენობაში 7 მაღაზია, 14 ბინა და საცხობი იყო განთავსებული.
გამოძიება, საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი ბოძების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ნგრევა გამოიწვია. დაკავებულია 4 ადამიანი.