„კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი აშშ-ის ნაწილი იქნებოდნენ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მე კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებდნენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს და გაცილებით მეტ ვაჭრობას, თუკი ისინი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ახალი ტარიფები შეერთებულ შტატებს მდიდარ ქვეყნად აქცევს.
„სიტყვა ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სიტყვაა ლექსიკონში. ის არის დაბალანსებული ვაჭრობის გასაღები“, – აცხადებს ტრამპი და აღნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებები ცუდი მენეჯმენტის მაგალითია, რადგან აშშ კანადას 200 მილიონ დოლარს უხდის.