უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ასაკის კაცებს სამხედრო სამსახურში გაიწვევენ – ცვლილებები კანონში

უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტის აპარატი 18-დან 25 წლამდე კაცების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს გამოაცხადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველმა ნიკოლაი შურმა TSN.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო და საპრეზიდენტო განკარგულებაში ცვლილებების მთელი რიგი იქნება წარმოდგენილი.

კონცეფცია შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შექმნილია თავდაცვის სამინისტროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

შურის თქმით, საუბარია კონტრაქტის ნებაყოფლობით გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფინანსურ და სხვა სახის წახალისებას.

ამასთან, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ პაველ პალისას თქმით, უკრაინა სამხედრო გაწვევის ახალ ვარიანტებს განიხილავს, რადგან არსებული სისტემა, რომელიც საბჭოთა დროიდან არის მემკვიდრეობით, ხელს უშლის პროგრესს.